ელევატორის დამხმარე ოპერატორი
ნუტრიმაქსი · თბილისი
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.„ნუტრიმაქსი“ ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.
ძირითადი მოვალეობები:ელევატორის ოპერატორების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების განხორციელებაში;ნედლეულის მიღების, გადატვირთვისა და გადაადგილების პროცესში მონაწილეობა;ელევატორის დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობის პროცესის მონიტორინგში დახმარება;სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება;ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი;ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;გუნდური მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:სტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას;გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;პროფესიული ზრდის პერსპექტივას.
სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბსამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00ანაზღაურება: 1500 ლარიკომპანია უზრუნველყოფს: კვებას, ტრანსპორტირებას (ისნის მეტროს ტერიტორიიდან), ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - https://nutrimax.selfrecruit.ge/s/PiqoN გისურვებთ წარმატებას!