ბუღალტრის თანაშემწე
ფინო · თეთრიწყარო
აუდიტორული კომპანია ‘’ფინო • Fino’’ საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.
აუდიტორული კომპანია „ფინო • Fino’’-ს მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მიიღწევა ერთად!
დაგვიმეგობრდით სოციალურ სივრცეში: https://www.facebook.com/fino.ge
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: Https://Fino.Ge
‘’ფინო • Fino’’აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზებაბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვაელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვამენეჯერის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგისხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროშიMS Office პროგრამების კარგად ცოდნაუპირატესობად ჩაითვლება პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაპუნქტუალურობაშესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარიყურადღებიანი დეტალების მიმართდროის ეფექტურად მართვის უნარიგუნდურად მუშაობის უნარივერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობასკარიერულ განვითარებაში ხელშეწყობას და გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვასპროგრესირებად სახელფასო სისტემასჯანმრთელობის დაზღვევასმეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას
სამუშაო ადგილი: თეთრი წყაროს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ (შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმებაც)
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად გამოცდილების მიხედვით
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GM8xlaEe
‘’ფინო • Fino’’ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!