რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი
მზიური გარდენსი · ბათუმი
მზიური გარდენსი – თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის / ადმინისტრატორის პოზიციაზე. ანჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking.com, Airbnb და სხვა);სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება;სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა;ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი;გამართული კომუნიკაციის უნარი;ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი.
რას გთავაზობთ:
მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;სტაბილურ სამსახურს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ანაზღაურება: 1,200 დან 1,400 ლარამდე
ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: „რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი.