← ყველა ვაკანსია

ლინკბილდერი / SEO აუტრიჩ-სპეციალისტი

Genesis Digital · ბათუმი

Genesis Digital არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო საქართველოში, რომელიც სპეციალიზდება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში (SEO), Link Building-ში, კონტენტ მარკეტინგსა და ბიზნესის ონლაინ განვითარებაში. კომპანია მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე. ვაკანსიის აღწერაGenesis Digital ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან Link Builder / SEO Outreach Specialist-ს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს ვებსაიტების გარე ოპტიმიზაციასა და ხარისხიანი ბმულების მოპოვებაზე. ძირითადი მოვალეობები:შესაბამისი ვებსაიტებისა და პლატფორმების მოძიება ბმულების განსათავსებლად;ვებსაიტების ხარისხის შეფასება SEO მაჩვენებლების მიხედვით (DR, DA, ორგანული ტრაფიკი);ვებსაიტების მფლობელებთან და რედაქტორებთან კომუნიკაცია;Guest Posting და Outreach კამპანიების განხორციელება;ბმულების განთავსების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:Link Building-ისა და SEO-ს ძირითადი პრინციპების ცოდნა;Ahrefs, Semrush ან მსგავსი SEO ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა წერილობითი კომუნიკაციისთვის;ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ:საერთაშორისო SEO პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;პროფესიული განვითარების პერსპექტივას;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;მოქნილ სამუშაო გარემოს;ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.თუ დაინტერესებული ხართ SEO სფეროთი და გსურთ განვითარდეთ Link Building-ის მიმართულებით, შემოუერთდით Genesis Digital-ის გუნდს! დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადის გაგზავნა →