← ყველა ვაკანსია

პოდკასტ სტუდიის მენეჯერი

პოდკასტ სტუდიო · თბილისი

გაქვს ორგანიზების ნიჭი, გიყვარს ესთეტიკა, დეტალები და გინდა იყო პოდკასტ-სტუდიის მყუდრო აურისა და გულისცემის ნაწილი? თუ შენთვის ოფისი არ არის უბრალოდ ოთახი კომპიუტერებით, არამედ სივრცე, სადაც საინტერესო ადამიანები იკრიბებიან და პროექტები იბადება - ეს შეთავაზება შენთვისაა. ჩვენ ვეძებთ ცნობისმოყვარე, ენერგიულ და დისციპლინირებულ ადამიანს, ვისთვისაც ეს საქმე არა მხოლოდ სამსახური, არამედ ინტერესის სფერო და თავგადასავალი იქნება.რას გააკეთებ შენს ყოველდღიურობაში:სამუშაო გარემო და აურა: შეინარჩუნებ ოფისში წესრიგს, სისუფთავესა და იმ მყუდრო, კომფორტულ აურას, სადაც მუშაობა სიამოვნებაა.მარაგები და კომფორტი: გააკონტროლებ საკანცელარიო ნივთების, ჰიგიენისა და სამზარეულოს მარაგებს (ყავა, ჩაი, წყალი, სასუსნაოები), რომ სტუდია ყოველთვის მზად იყოს სტუმრების მისაღებად.კომუნიკაცია და სტუმრები: დახვდები ჩვენს სტუმრებსა და პოდკასტის მონაწილეებს თბილი ღიმილით, ყავით და კომფორტული გარემოთი.რას ვეძებთ კანდიდატში:მაღალი კომუნიკაბელურობა და პოზიტიური ენერგია (ღიმილი შენი სავიზიტო ბარათია).სრულყოფილი დისციპლინა, მოწესრიგებულობა და დროის მართვის უნარი.გამოკვეთილი ესთეტიური ხედვა და ინტერესი იმის მიმართ, რასაც აკეთებ.თუ გრძნობ, რომ ეს პოზიცია ზუსტად შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი CV ან მოკლედ მოგვწერე შენ შესახებ მეილზე : info@podcaststudio.ge

განაცხადის გაგზავნა →