საწყობის მიმღები ოპერატორი - ოქროყანა
გუდვილი · თბილისის შემოგარენი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;მიღებული პროდუქციის დასაწყობება და FIFO პრინციპის დაცვით განთავსება;კომპანიის სტანდარტების, შინაგანაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა; მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი;ფიზიკური სამუშაოს შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;უფასო სამგზავრო ბარათს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8wXamRueგისურვებთ წარმატებას!