ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი / ეტაპი III
თიბისი · ახალქალაქი
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი III) - ახალქალაქის ს/ც 1
ადგილმდებარეობა: ახალქალაქიმოქმედების ვადა: 28/08/2026
დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლადთიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვ
სამუშაოს აღწერაშენ, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი:აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებსგაანალიზებ შემოსულ განაცხადებს და შეაფასებ რისკებსშეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარებასდაამუშავებ 300 000 - 1 000 000 ლარამდე სესხებსმოამზადებ საკრედიტო ფაილებს და წარადგენ საკრედიტო კომიტეტზემონიტორინგს გაუკეთებ საკრედიტო პორტფელს
კვალიფიკაციასავალდებულოა მინი ან მიკრო სესხებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებაMicrosoft Office-ის ცოდნასასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნააუცილებელია ექსპერტის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაAI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ველოდებით გამოხმაურებას თუ:ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნებახარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანიმუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებსგაქვს ლოგიკური აზროვნება დამარწმუნებელი კომუნიკაციაგუნდურად მუშაობის უნარისტრესული სიტუაციების გამკლავების უნარისაქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BdZXd