← ყველა ვაკანსია

სასტერილიზაციოს ექთანი / მორიგე

ჟორდანიას კლინიკა · თბილისი

ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასტერილიზაციოს ექთანი (მორიგე), ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33; სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს განყოფილება: სასტერილიზაციო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტერილიზაციოში;პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0Gq6v92c

განაცხადის გაგზავნა →