Marketing Communications Manager
JSC TBC Insurance
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და ბიზნესსაჭიროებების შესაბამისად მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მარკეტინგული პროექტების ფარგლებში გარე სააგენტოებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა; გუნდის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მარკეტინგული მიზნების მისაღწევად და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით; მარკეტინგული საჭიროებებიდან გამომდინარე გარე ვენდორებთან კომუნიკაცია, დაწესებული ვადებისა და დოკუმენტბრუნვის კონტროლი; მიმდინარე აქტივობების აღსრულება და ბიუჯეტის კონტროლი; გუნდის წევრებთან ერთად „Performance Marketing“-ის მიმართულების აქტივობების დაგეგმა/აღსრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის, ექაუნთ მენეჯერის ან მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე;ინგლისური ენის ცოდნაMS Office პროგრამების ცოდნა.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;მომხმარებელზე ორიენტირებულს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას.