იურისტი
ჩერნოვეცკის ფონდი
იურისტი - სამართალდამცავი "ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში", ქ. თბილისი
ხელფასი 1300 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის კურსით + პრემიები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. პირველი თვე — სტაჟირება: 700 დოლარი.
მოთხოვნები კანდიდატებისთვის:
** საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სიღრმისეული ცოდნა, სასამართლო პრაქტიკა აუცილებელია;
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო საკითხებში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა გამართული გრამატიკით (წერითი და სასაუბრო);
** სხვადასხვა ინსტანციებისთვის წერილების, მიმართვების მომზადების გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის მაღალი დონე;
** ადვოკატის ლიცენზია.
ვალდებულებები:
** საქველმოქმედო ფონდში მოქალაქეთა მომართვებთან მუშაობა;
** ხელმძღვანელობის დავალებით მოთხოვნების/პასუხების მომზადება ოფიციალური ორგანოებისთვის;
** მონაწილეობის მიღება ფონდის საქმეებისთვის წარმოებულ სასამართლო განხილვებში;
** ფონდის ხელმძღვანელობასა და დამფუძნებელთან ხაზზე ყოფნა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (ზარზე პასუხი). თუმცა ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება!
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი 9.00—18.00 ოფისში ქ. თბილისში;
** ხელფასის დონე — 1300 დოლარი საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით, ლარებში + უხვი პრემია თითოეულ გადაჭრილ საკითხზე.
** მუშაობის პირველი თვე - სტაჟირება - 700 დოლ., რომელიც შეიძლება უფრო ადრე დასრულდეს: ან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებით, ან სამუშაოდან წასვლით, თუ სტაჟიორის მიერ დეკლარირებული ცოდნა არ შეესაბამება სინამდვილეს და სწავლის სურვილიც არ აქვს.
** უფასოდ სწავლა უკრაინის დამსახურებულ იურისტთან, სამართლის დოქტორ ლეონიდ ჩერნოვეცკთან.
** ძალიან მაღალი ხელფასით მაღალი კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
მისამართი კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გამოსაგზავნად: mydreamwork999@gmail.com, გამოგზავნის დროს წერილის თემის ველში მიუთითეთ "იურისტი", რათა ვიცოდეთ, კომპანიის რომელ ვაკანსიას გამოეხმაურეთ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!