დირექტორის ასისტენტი
საქართველოს სამართლის ექსპერტები
"საქართველოს სამართლის ექსპერტები" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ (დისტანციური მუშაობა არ განიხილება)
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 2200 ლარი (ხელზე ასაღები) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე https://www.zlf.com.ge/ ასევე Facebook გვერდზე: Giorgi Zarnadze Law Firm. TikTok: Giorgi Zarnadze Law Firm
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** ოფისის გამართულად მუშაობისათვის ხელშეწყობა;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება.
** კომპანიაში ვიზიტორების დახვედრა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა)
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია)
** მართვის მოწმობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** საოფისე ტექნიკური მოწყობილობების მოხმარების ცოდნა (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalexperts2023@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას.