← ყველა ვაკანსია

დემი შეფი

ibis Tbilisi City

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე შენი როლი იქნება: ** კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა; ** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება; ** პროდუქციის მარაგებისა და ხარისხის კონტროლი; ** საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა; ** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კულინარიული ტექნიკისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა; ** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; რას გთავაზობთ: ** საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას; ** ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს; ** გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქუჩა N1; ** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 საათიანი ცვლები; ** ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@archihospitality.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებებს გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →