← ყველა ვაკანსია

მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი

საცხობი 047 · ბათუმი

"საცხობი 047" აცხადებს ვაკანსიას მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის ძირითადი მიზანია ფილიალებში მარაგების, პროდუქციისა და ნედლეულის აღრიცხვა და კონტროლი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალების მარაგებისა და ინვენტარიზაციის მონაცემების კონტროლი, ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა; ** ფილიალების მიერ მიღებული პროდუქციისა და ნედლეულის ყოველდღიური აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა; ** POS პროგრამაში პროდუქციისა და რეცეპტების დამატება/განახლება და მონაცემების სისწორის კონტროლი; ** Glovo-ს პლატფორმისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის პერიოდული კონტროლი; ** ფილიალების ინვენტარიზაციაზე პერიოდული დასწრება მონაცემების სიზუსტის გადამოწმების მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** ციფრებთან და მონაცემებთან ყურადღებით მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და შეუსაბამობების აღმოჩენის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო. ** მარაგების, ინვენტარიზაციის, საწყობის ან POS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო საათები: 09:00-18:00 ** ძირითადი სამუშაო ადგილი: ბათუმი; პერიოდული მივლინებები ქუთაისში. გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე. ** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1500 ლარი ** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: 047.bakery@gmail.com; ელექტრონული ფოსტის დანიშნულების ველში მიუთითეთ: "მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი". დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 52 51 25

განაცხადის გაგზავნა →