მთავარი იურისტი
გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება)
შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 5000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციების წარმოება.
** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ)
** კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება
** ხელშეკრულებების და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების დამზადება/ანალიზი
** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სავალდებულოა)
** ადვოკატად ან კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა).
** სასურველია გამოცდილება სამოქალაქო სამართლის დარგის ყველა ტიპის დავებზე.
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.