← ყველა ვაკანსია

საინჟინრო პროექტების ზედამხედველი - საიტ მენეჯერი

SekkeiPark · რუსთავი

კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში. ვაკანსიის შესახებ: ** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი ** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა ** ადგილმდებარეობა: რუსთავი ** საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735 ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტ მენეჯერთან ერთად განსახორციელებელი პროექტის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება. ** პროექტისთვის, პროექტ მენეჯერთან ერთად მემონტაჟეების რაოდენობის განსაზღვრა. ** გეგმა გრაფიკის აღსრულება და კონტროლი. ** ადგილობრივი შეკვეთების მოთხოვნა, შესაბამისობის დადასტურება და მიღებული შეკვეთის ჩაბარება. ** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი. ** მემონტაჟეების ნამუშევარი დროის რეპორტი თვეში 2-ჯერ. ** ყოველთვიური ფორმა 2-ის წარმოება. ** ხარისხის კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: ** გამოცდილება ამ სფეროში მინ 2 წელი; ** ტექნიკური ნახაზების კითხვა; ** აუცილებელია მართვის მოწმობა; ** პრობლემების მოგვარების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; ** მუდმივი განვითარების სურვილი; ** დისციპლინირებულობა. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კორპორატიული ნომერი; ** განვითარების შესაძლებლობა; ** მეგობრული გარემო; ** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →