← ყველა ვაკანსია

სისუფთავის მენეჯერი

კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

სსიპ "ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სისუფთავის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 49. სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი ანაზღაურება: 2000 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სკოლის სივრცეებში დასუფთავების პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია, ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; ** დამლაგებლების სამუშაოს განაწილება, გრაფიკის შედგენა და შესრულების მონიტორინგი; ** სკოლის სივრცეებში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; ** დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დასუფთავების პროცესის ორგანიზების ან გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდთან თანამშრომლობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ან მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@komarovi.edu.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "სისუფთავის მენეჯერი". განცხადების ვადა — 1 თვე.

განაცხადის გაგზავნა →