← ყველა ვაკანსია

კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი

Corx

"Corx"-ის გუნდი იზრდება და ვეძებთ მიზანდასახულ კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსს (Junior/Mid-Level). თუ კიბერსაფრთხეების აღმოჩენა თქვენი გატაცებაა და ამ სფეროში განვითარება გსურთ, დაგვიკავშირდით! მოთხოვნები: ** გამოცდილება: SOC-ში ან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. ** ინსტრუმენტები: SIEM, EDR, IPS, WAF ან Proxy სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, უნდა შეგეძლოთ query-ს შედგენა მონაცემების დასამუშავებლად და მოსაძიებლად. ** საფრთხეების აღმოჩენა: აღმოჩენის წესების (detection rules) შემუშავებისა და დახვეწის გამოცდილება. ** პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, თვითმოტივაცია. ** უპირატესობად ჩაითვლება: სკრიპტების წერის ან პროგრამირების ცოდნა (Python, Bash, PowerShell). მოვალეობები: ** ინფრასტრუქტურის მუდმივი მონიტორინგი და უსაფრთხოების სისტემების გაფრთხილებების (alerts) შესწავლა. ** კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ინსტრუმენტების დანერგვა, კონფიგურირება და მართვა. ** საფრთხეების აღმოჩენისა და ინციდენტებზე რეაგირების პროცედურების (playbooks) მუდმივი გაუმჯობესება. ** ინციდენტების შესახებ მკაფიო ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. რას გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდა: გამოცდილი ექსპერტების უშუალო მენტორობა მეგობრულ გარემოში, სადაც კითხვების დასმა ყოველთვის მისასალმებელია. ** განვითარება: ვზრუნავთ თქვენს წინსვლაზე. ყოველწლიურად გექნებათ დარგობრივი სერტიფიკატების მოპოვების შესაძლებლობა. სამუშაო ფორმატი: ოფისში (on-site) მისამართი: თბილისი 0145, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. №81ა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: info@corx.ge.

განაცხადის გაგზავნა →