პრისელერ/მერჩენდიაზერი
G&A Group
პრისელერ/მერჩენდიაზერი
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
"G&A Group" მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ფუნქცია-მოვალეობა:
** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი;
** შეკვეთების მიღება/გაფორმება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** FIFO-ს მუდმივი დაცვა და მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტზე OUT/OVER STOCK-ზე დროული რეაგირება და ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი პროცესების დაგეგმვა/უზრუნვეყოფა;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის განლაგება, პლანოგრამით და FIFO-ს დაცვით პრინციპით;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ფასის კონტროლი;
** სავაჭრო ობიეტზე პროდუქციის რეგულარულ და სააქციო ფასების მონიტორინგი და ასახვა;
** კვარტალში ერთხელ პროდუქციის მოკლე ვადიანების მონიტორინგი/აღწერა და რეპორტის მომზადება ხელმძღანელისთვის წარსადგენად;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია).
უნარები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე;
ფიქსირებული ანაზღაურება თვეში 800 ლარი +200 (მანქანის ცვეთის ხარჯი) და ბონუსი (ჯამში სახელფასო დიაპაზონი შეადგენს 1800 დან 2500 ლარამდე ხელზე).
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
კომპანია უზრუნვეყოფს საწვავის ხარჯს;
კანდიდატი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: პრისელერ/მერჩენდაიზერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.