პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი
IK Consultinggeo
"საქართველოს HR პროფესიონალთა ასოციაცია" (HRPA • Georgia) აცხადებს ვაკანსიას პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი ინფორმაცია პოზიციის შესახებ:
პოზიციის დასახელება: პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი (Programs and Operations Officer)
უშუალო დაქვემდებარება: ასოციაციის პრეზიდენტი
ანგარიშვალდებულია: ასოციაციის პრეზიდენტისა და სენატის წინაშე
დაქვემდებარებული პოზიციები და აუთსორს ფუნქციები:
** სერვისების ოფიცერი;
** კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი;
** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის (PR) კოორდინატორი;
** ადმინისტრაციული, საქმიწარმოებისა და ლოგისტიკის კოორდინატორი.
დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)
დამატებით პროექტებში ჩართულობისთვის ცალკე ანაზღაურებისა და წლის ბოლოს შედეგებზე დაფუძნებული ბონუსის შესაძლებლობა.
პოზიციის ზოგადი დახასიათება
პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი:
** უზრუნველყოფს ასოციაციის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამართულ მართვას;
** სტრატეგიულ მიზნებს გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებად და რეალურ შედეგებად;
** მხარს უჭერს კომიტეტების ფორმირებასა და გაძლიერებას და კოორდინაციას უწევს პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
** პარალელურად მართავს რამდენიმე პროექტსა და პროცესს, სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და იცავს შეთანხმებულ ვადებს;
** ეფექტიანად თანამშრომლობს განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებთან და კომუნიკაციას წარმართავს მკაფიოდ, საქმიანად და კონსტრუქციულად;
** აანალიზებს ინფორმაციას და დროულად ავლენს პრობლემებსა და რისკებს;
** დამოუკიდებლად მუშაობს და პასუხისმგებლობას იღებს მიღებულ შედეგებზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
პროგრამებისა და პროექტების მართვა
** ასოციაციის პროგრამების, პროექტების, კონფერენციებისა და სხვა ფორმატის ღონისძიებების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური კოორდინაცია, განხორციელება, პროგრესისა და ბიუჯეტის მონიტორინგი, შედეგების შეფასება და ანგარიშგება.
** ევროპის HR ასოციაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების კოორდინაცია.
კომიტეტების მხარდაჭერა
** კომიტეტების სამუშაო გეგმების, შეხვედრებისა და ინიციატივების საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური მხარდაჭერა;
** შეთანხმებული დავალებებისა და ვადების მონიტორინგი და კომიტეტებს, გუნდს, პრეზიდენტსა და სენატს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის უზრუნველყოფა.
გუნდისა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** სერვისების ოფიცრისა და კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
** ყოველდღიური ოპერაციების, შიდა პროცესებისა და გუნდებს შორის კომუნიკაციის გამართული მართვა;
** აუთსორსინგული მომსახურებების, მოწვეული ექსპერტების, კონსულტანტების, ფრილანსერების, კონტრაქტორი კომპანიებისა და მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია და შეთანხმებული პირობების, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.
წევრებთან ურთიერთობა, CRM და საწევრო პროცესების მართვა
** წევრობის განაცხადების, ახალი წევრების მიღების, წევრობის განახლებისა და შეწყვეტის პროცესების კოორდინაცია;
** CRM-ში წევრთა მონაცემების სრულად, ზუსტად და განახლებულად წარმოების მონიტორინგი;
** საწევრო გადასახადების სტატუსის მონიტორინგი და შესაბამის თანამშრომლებთან და ბუღალტრულ მომსახურებასთან კოორდინაცია;
** ასოციაციის წევრების უკუკავშირის, საჭიროებებისა და ინიციატივების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
** წევრების დროული ინფორმირება და მათი კმაყოფილებისა და ჩართულობის მონიტორინგი;
** წევრობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებული რისკების დროული გაზიარება პრეზიდენტსა და სენატთან.
მარკეტინგი, PR და კომუნიკაცია
** ასოციაციის მარკეტინგული, PR და ბრენდინგთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
** შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის დროული, თანმიმდევრული და ასოციაციის ბრენდთან შესაბამისი გავრცელების უზრუნველყოფა;
** შესაბამის კომიტეტებთან, ექსპერტებთან და გარე მომსახურების მიმწოდებლებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
პარტნიორული ურთიერთობები
** პოტენციური პარტნიორების, ასევე საგრანტო, სპონსორული და სხვა სახის თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერის მოზიდვის ხელშეწყობა;
** პრეზიდენტთან, სენატთან და კომიტეტებთან შეთანხმებით პარტნიორებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
ფინანსური კოორდინაცია, ბიუჯეტირება და მმართველობითი ანგარიშგება
** ასოციაციის ბიუჯეტის მომზადებისა და მისი შესრულების მონიტორინგის კოორდინაცია;
** შემოსავლების, ხარჯების, ვალდებულებებისა და პროგრამების ბიუჯეტების მონიტორინგი და ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება;
** ბუღალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის სისწორისა და ანგარიშგების დროული მომზადების უზრუნველსაყოფად;
** პრეზიდენტისა და სენატისთვის ფინანსური მდგომარეობის, პროგრამების მიმდინარეობის, წევრების ჩართულობისა და საოპერაციო რისკების შესახებ პერიოდული მმართველობითი ანგარიშების წარდგენა.
შესყიდვები და წარმომადგენლობა
** შესყიდვების პროცესის ორგანიზება: მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** დელეგირებული უფლებამოსილებისა და ფინანსური ლიმიტების ფარგლებში ასოციაციის ინტერესების წარმოდგენა შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** პროექტების, პროგრამების ან საოპერაციო პროცესების მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** პროექტის სრული ციკლის - დაგეგმვის, ბიუჯეტირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შედეგების შეფასების - მართვის გამოცდილება;
** გუნდის წევრების, სამუშაო ჯგუფების ან კონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაციის გამოცდილება;
** ბიუჯეტებთან, ფინანსურ მონიტორინგსა და მმართველობით ანგარიშგებასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
** ქართული ენის გამართულად ფლობა ზეპირად და წერილობით;
** საოფისე პროგრამებთან, ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმებთან და პროექტების მართვის ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
** საგრანტო პროექტებთან, სპონსორებთან ან პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიულ ასოციაციაში, წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში, არასამთავრობო სექტორში ან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
** CV;
** მოკლე სამოტივაციო წერილი ან რამდენიმე წინადადება, რომელშიც აღწერთ თქვენ მიერ სრული ციკლით მართულ ერთ პროექტს, მიღებულ შედეგსა და ამ პროექტში თქვენს კონკრეტულ როლს.
განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 აგვისტო.