← ყველა ვაკანსია

ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის მიმართულებით

MOORE

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით (http://www.moore-georgia.ge). აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (http://www.moore-global.com). ჩვენ გთავაზობთ: ** მზარდ ანაზღაურებას; ** უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს; ** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული; ** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია. ძირითადი მოვალეობები: ** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
 ** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა; ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე;
 ** სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); ** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "სტაჟიორი (ბუღალტერია)".

განაცხადის გაგზავნა →