მოლარე-კონსულტანტი
ეკოკლიმა · რუსთავი
კომპანია "ეკოკლიმა" ეძებს მოლარე-კონსულტანტს გათბობისა და გაგრილების ტექნიკის მაღაზიაში ქ. რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** გათბობისა და გაგრილების პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** პროდუქციის მახასიათებლების, ფუნქციებისა და უპირატესობების გაცნობა;
** პროდუქციის ასორტიმენტისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
** სალარო ოპერაციების წარმოება და სალარო აპარატთან მუშაობა;
** დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება და შესაბამისი ანგარიშგება;
** სავაჭრო სივრცისა და პროდუქციის მოწესრიგება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის ან გათბობა-გაგრილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პროდუქციის შესწავლისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გიორგი ქუჩიშვილის ქ. N 2ვ
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: infoecoclimaa@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 75 87 65