← ყველა ვაკანსია

საოპერაციოს დღის ექთნის თანაშემწე

ჟორდანიას კლინიკა · თბილისი

"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის თანაშემწის პოზიციაზე საოპერაციო ბლოკში. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის პირველი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი პროცედურიდან განყოფილება: საოპერაციო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ექთნის დახმარება ოპერაციის მიმდინარეობისასსაოპერაციოში ინვენტარისა და ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია;საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LHNXPYuc მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →