B2B გაყიდვების მენეჯერი
Seastone Development · ბათუმი
Seastone Development -აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც განავითარებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან და გაუძღვება პარტნიორული გაყიდვების პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;ახალი პარტნიორების მოძიება და პარტნიორთა ქსელის გაფართოება;აგენტებისთვის კომპანიის პროექტებისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა;პარტნიორების კონსულტაცია და ობიექტების პრეზენტაცია;მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;პარტნიორებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა;CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების აღრიცხვა;ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება;არსებულ და პოტენციურ პარტნიორთა ბაზასთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;შედეგზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.
რას გთავაზობთ:
კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსს;გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;ხარისხიან შემომავალ ლიდებს;თანამედროვე CRM სისტემას;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ მისამართზე: contact@blackseainvest.ge