← ყველა ვაკანსია

ექთანი ქიმიოთერაპიის განყოფილებაში

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე ქიმიოთერაპიის განყოფილებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა; ** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ქიმიოთერაპიის განყოფილებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი მოვალეობები: ** საექთნო ჩარევის/ქმედების განხორციელება კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად; ** ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაცვა; ** დანიშნული მკურნალობისა და კვლევების უზრუნველყოფა; ** საექთნო საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოება; პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გულისხმიერება; ** ორგანიზებულობა; ** აკურატულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 10.09.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →