← ყველა ვაკანსია

ექიმის ასისტენტი უროლოგიის განყოფილებაში

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე უროლოგიის განყოფილებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები; ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია). ძირითადი ფუნქციები: ** გეგმიური და გადაუდებელი პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში გაფორმება; ** პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება; ** პაციენტებთან ურთიერთობა; ** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება. პიროვნული თვისებები: ** თავაზიანობა, გულისხმიერება; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 10.09.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →