საწყობის თანამშრომელი
ნბ ჯგუფი · თბილისი
შპს "ნბ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
სავენტილაციო სისტემების და სამონატაჟო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით.
საწყობის თანამშრომლის პოზიციის მიზანია იმპორტირებული / ადგილობრივი საქონლის მიღება, უსაფრთხო შენახვა, ზუსტი აღრიცხვა, შეუფერხებელად და სწორად გაცემის უზრუნველყოფა მომხმარებელზე, კომპანიის ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა და მის მიერ განსაზღვრული სასაწყობე სტანდარტების დაცვა.
ფუნქციები:
იმპორტირებული / ადგილობრივი საქონლის მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური ხარისხობრივი შემოწმება, დათვლა;დაზიანებული, ნაკლოვანი ან შეუსაბამო საქონლის იდენტიფიცირება და დაფიქსირება;საქონლის სწორად განთავსება საწყობში კატეგორიის, ტიპის, ზომის და დანიშნულების მიხედვით;საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;სხვაობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;საჭიროების შემთხვევაში კომპანიის საწყობებს შორის საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის ავტომობილით;გაყიდვებისთვის შეკვეთების სწრაფი და ზუსტი მომზადება;საქონლის გაცემა მომხმარებელზე;საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვა;გაცემული საქონლის შესაბამისობის კონტროლი შეკვეთასთან;გეგმიურ და არაგეგმიურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;ვადაგასული, დაზიანებული ან არასაბრუნავი საქონლის იდენტიფიცირება;შრომის უსაფრთხოების და სახანძრო წესების დაცვა;ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში;საწყობის ტექნიკისა და ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენება;კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მართვა დაკისრებული დავალებების შესაბამისად;საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;კომპანიის შიდა პოლიტიკისა და ეთიკის ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება (სასურველია);სავენტილაციო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;B კატეგორიის მართვის მოწმობა;ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
დისციპლინირებული / პუნქტუალური / ორგანიზებული;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კონფიდენციალურობის მაღალი მაჩვენებელი;დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hrnbgroup1@gmail.com