ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
Gepha
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების გუნდში ვეძებთ ტალანტს, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
რას გააკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად?
მონიტორინგი: ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების (Antivirus, Firewall, SIEM, IDS/IPS) ყოველდღიური მონიტორინგი, ლოგების ანალიზი და კორელაცია, დეტექციის წესების დახვეწაში მონაწილეობა და ცრუ განგაშების (false positive) შემცირება;ინციდენტებზე რეაგირება: კიბერ ინციდენტების დამუშავება – იდენტიფიცირება, შეკავება, აღმოფხვრა და აღდგენა, რთულ შემთხვევებში უფროს სპეციალისტთან ერთად; ინციდენტის დოკუმენტირება და ანგარიშის მომზადება;წვდომების მართვა: Active Directory-სა და კომპანიის სხვა სისტემებში მომხმარებელთა წვდომების პერიოდული გადახედვა, მინიმალური პრივილეგიის (least privilege) პრინციპის დანერგვა/მონიტორინგი და IAM პროცესის გაუმჯობესება;მოწყვლადობების მართვა: სისტემებსა და ქსელებში მოწყვლადობების სკანირების ჩატარება, შედეგების ანალიზი და პრიორიტეტიზაცია, აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია IT გუნდებთან;უსაფრთხო კონფიგურაცია: სერვერების, სამუშაო სადგურებისა და ქსელური მოწყობილობების უსაფრთხო კონფიგურაციის (hardening) სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი;ცნობიერების ამაღლება: თანამშრომლებისთვის ფიშინგ სიმულაციების ჩატარება, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და ტრენინგის მასალების მომზადება;პოლიტიკა/პროცედურები: უსაფრთხოების შიდა პოლიტიკების, სტანდარტებისა და პროცედურების პროექტების მომზადება და განახლება. ვეძებთ ტალანტს:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;გამოცდილება: ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, ან IT მხარდაჭერის/სისტემური ადმინისტრირების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, რომელიც უსაფრთხოების საკითხებსაც მოიცავდა;უსაფრთხოების სისტემები: Antivirus, Firewall, SIEM, IDS/IPS უსაფრთხოების სისტემებიდან ერთ-ერთთან მაინც მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და ლოგების ანალიზის საბაზისო უნარი;ინციდენტებზე რეაგირება: ინციდენტებზე რეაგირების პროცესის ეტაპების ცოდნა და ინციდენტების დამუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;მოწყვლადობების მართვა: მოწყვლადობების სკანირების ინსტრუმენტების (მაგ: Nessus, Qualys, OpenVAS) და მოწყვლადობების შეფასების (CVSS) შესახებ ცოდნა;წვდომების მართვა: Active Directory-ისა და წვდომების მართვის (IAM) პრინციპების ცოდნა;ქსელები და ოპერაციული სისტემები: ქსელური პროტოკოლების, ქსელის სეგმენტაციის და Windows/Linux ოპერაციული სისტემების უსაფრთხო კონფიგურაციის (hardening) ცოდნა;სტანდარტები: ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების (ISO/IEC 27001, NIST CSF) შესახებ ზოგადი წარმოდგენა;ენები: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის თავისუფლად წაკითხვისა და დამუშავებისთვის);უპირატესობად ჩაითვლება: სკრიპტინგის საბაზისო უნარები (PowerShell, Python ან Bash), მოწყვლადობების სკანირების ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, ინდუსტრიულად აღიარებული სერტიფიკატების ფლობა (მაგ: CompTIA Security+, CompTIA CySA+, CEH, Fortinet NSE ან მსგავსი), ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚