გიდი-პედაგოგი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას გიდი-პედაგოგის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილების რაოდენობა - 1;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით);
** ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ვიზიტორებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** საგანმანათლებლო პროგრამებთან და ღონისძიებებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტურების ჩატარება;
** ინფორმაციის ფლობა ექსპონატებისა და კოლექციების შესახებ;
** ტურების ადაპტირება სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
** ჩართულობა სპეციალურ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში;
** საგანმანათლებლო მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** სწრაფი რეაგირება ვიზიტორების გამოხმაურებასა და პრობლემებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com.
გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.