← ყველა ვაკანსია

რედაქტორის ასისტენტი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ადგილების რაოდენობა - 1; ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად; ** ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით); ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის N1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის ან შესაბამის სფეროში; ** სასურველია საგამომცემლო, სარედაქციო ან ტექსტებთან მუშაობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა; ** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი; ** ტექსტების დამუშავების, კორექტირებისა და რედაქტირების უნარი; ** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო ტექსტების (კატალოგების, მონოგრაფიების, საპროექტო, ასევე, საგამოფენო მოკლე ტექსტების) კორექტირება; ** ტექსტების ენობრივი, სტილისტური და ტექნიკური გამართვა; ** რედაქტორისთვის სარედაქციო მასალების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** სამუზეუმო ტექსტების დამოუკიდებლად რედაქტირება. კონკურსის ეტაპები: ** განცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება და წერითი დავალება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com. გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →