BMZ პროექტის აუდიტი
World Vision
წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა - გარე დამოუკიდებელი აუდიტის მომსახურება
ვორლდ ვიჟენის შესახებ:
"ვორლდ ვიჟენი" არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანიტარული განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს თითქმის 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.wvi.org/georgia.
მოწვევა მონაწილეობისთვის:
"ვორლდ ვიჟენ საქართველო" იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს, მიიღონ მონაწილეობა გარე დამოუკიდებელი აუდიტის მომსახურების პრეკვალიფიკაციასა და შერჩევაში პროექტისთვის "სოციალური მომსახურების აუთსორსინგი საქართველოში - ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები ხარისხიანი მომსახურებისთვის", რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ). შერჩეული აუდიტორი ჩაატარებს შუალედურ აუდიტს (პერიოდი: 01.12.2024 - 31.05.2026) და საბოლოო აუდიტს (პერიოდი: 01.06.2026 - 30.11.2027). მივიღებთ განაცხადებს კარგად დამკვიდრებული და სანდო მომწოდებლებისგან.
დოკუმენტაციის წარდგენა და შერჩევა განხორციელდება ვორლდ ვიჟენის ელექტრონული შესყიდვების სისტემის (Provision/Coupa) მეშვეობით.
ძირითადი ვადები:
სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის მოთხოვნის ვადა: 2026 წლის 18 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით, GMT+4).
სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის პაკეტის მოთხოვნისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი მისამართზე: thea_kvintradze@wvi.org. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შერჩევის დასახელება - "BMZ Audit"
წინადადების ატვირთვის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით, GMT+4)
ვადის გასვლის შემდეგ ან ვორლდ ვიჟენის შესყიდვების სისტემის გარეთ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კონტაქტი და განმარტებები:
პროცესთან დაკავშირებული განმარტებებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
"ვორლდ ვიჟენი საქართველო"
78, დ. უზნაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: thea_kvintradze@wvi.org.