← ყველა ვაკანსია

ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის უფრ. სპეციალისტი

იმპექსი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას, შპს "იმპექსფარმს", ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20-წლიანი გამოცდილება. დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015. სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სრული ციკლის წარმოება; ** მიმდინარე ვაკანსიების შესახებ განცხადებების მომზადება და მათი განთავსება დასაქმების ონლაინ პლატფორმებზე; ** თანამშრომლების მოზიდვისა და შერჩევის ყველაზე ეფექტური გზის განსაზღვრა და განხორციელება; ** საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესში headhunting მეთოდის გამოყენება; ** კანდიდატებზე რეკომენდაციების მოძიება მოქმედ და/ან ყოფილ დამსაქმებლებთან; ** პოტენციურ თანამშრომელთა მოზიდვის მიზნით სასწავლო დაწესებულებებთან მოლაპარაკების წარმოება; ** სააფთიაქო ქსელში სტაჟიორთა შერჩევისა და განვითარების პროცესის ადმინისტრირებაში ჩართულობა; ** კანდიდატთა ბაზის მუდმივი განახლება; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში, ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან შესაბამის დარგში; ** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება; ** შრომის კოდექსის ცოდნა; ** Microsoft Office (Excel, Word, Outlook); ** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2026 წ. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →