← ყველა ვაკანსია

ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტი

იმპექსი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას, შპს "იმპექსფარმს", ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20-წლიანი გამოცდილება. დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015. სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე, როგორც სააფთიაქო ქსელში, საწყობსა და სათავო ოფისში, კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის პროცესში ჩართულობა კომპანიაში მოქმედი პროცედურის გათვალისწინებით; ** სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით ახალი თანამშრომლის მოძიებაში ჩართულობა; ** გასაუბრების პროცესის ორგანიზებასა და მართვაში ჩართულობა; ** სააფთიაქო ქსელში სტაჟიორთა შერჩევისა და განვითარების პროცესის ადმინისტრირებაში ჩართულობა; ** პირველადი ურთიერთობა კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან; ** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში, ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან შესაბამის დარგში; ** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება; ** შრომის კოდექსის ცოდნა; ** Microsoft Office (Excel, Word, Outlook); ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ** ეფექტური კომუნიკაცია; ** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** დროის ეფექტური მართვა; ** კონფიდენციალურობის დაცვა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2026 წ. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →