მძღოლი-ექსპედიტორი
Smugglers
სმაგლერსი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელია, რომელსაც თბილისსა და ბათუმში აქვს ფილიალები. გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან მძღოლს, რომელიც ჩვენი საწყობიდან მაღაზიებს მოამარაგებს.
მოვალეობები:
** B კატეგორიის სატვირთო მანქანით საწყობიდან ქსელის ფილიალების მომარაგება (მხოლოდ შიდა ქსელი)
** საქონლის დატვირთვა საწყობში და დაცლა ფილიალებში
** თვეში 2-3-ჯერ 8 ტონიანი სატვირთო მანქანის მართვა და დამხმარესთან ერთად დატვირთვა-დაცლა (კატეგორია C)
** ალკოჰოლური სასმელების (მინის ბოთლები, ყუთები) ფრთხილად გადატანა, დაზიანების გარეშე
** ფილიალებში საქონლის ჩაბარება ზედნადებით და რაოდენობის შემოწმება
** მანქანის მოვლა: სისუფთავესა და ტექნიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა
მოთხოვნები:
** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია)
** სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზაობა
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა
** პუნქტუალურობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობა
** უპირატესობაა: მიწოდების სფეროში ან ექსპედიტორად მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით სასმელების ან FMCG სფეროში
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1400 ₾
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4-5 დღე
** სამუშაო საათები: 8-10 საათი დღეში
განაცხადის გამოგზავნა:
CV და მართვის მოწმობის ასლი გამოგვიგზავნეთ მისამართზე info@drunkoctopus.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე 598988120.