← ყველა ვაკანსია

უფროსი ბუღალტერი

პრემიუმ ტრეიდინგი

ავსტრიული ბრენდი "იულიუს მაინლის" წარმომადგენლობა საქართველოში შ.პ.ს "პრემიუმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე. შრომის ანაზღაურების პირობები: განისაზღვრება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სამუშაო გრაფიკი: სრული მოთხოვნები და უნარები: ** უმაღლესის განათლება; ** ბუღალტრად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამა BALANCE ცოდნა; ** საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა; ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი შესასრულებელი სამუშაოს აღწერა: ** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; ** ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა-კონტროლი; ** დებიტორ -კრედიტორების კონტროლი; ** სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთების კონტროლი; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა; ** საბუღალტრო გატარების წარმოება; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება; ** რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამაში ასახვა; ** მასალების ჩამოწერა; ** საბანკო ოპერაციების შესრულება; ** ხელფასების დარიცხვა; ** თანხის მოძრაობის ყოველთვიური რეპორტი; ** სალაროს ოპერაციების წარმოება. ** ბუღალტერიასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება. გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე ელმისამართზე: juliusmeinloffice@gmail.com რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ნოემბერი CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პრემიუმ ტრეიდინგმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →