დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
გირო კრედიტი
"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 4 საათი.
ანაზღაურება: 2026 წლის ოქტომბრიდან მინიმალური 1400 ლარი (ხელზე ასაღები). ბონუსი 200-დან 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე დანამატი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით.
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა; დაბადების დღის დანამატი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება
პიროვნული უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://www.girocredit.ge/