სავაჭრო წარმომადგენელი
დ&ლ სერვისი
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესელერის) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.dls.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების რეგულარული ვიზიტი;
** შეკვეთების გაფორმება და მათი დროული მიწოდების პროცესის კონტროლი;
** ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტთა ქსელის გაფართოება;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორ განლაგებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** MS Office-ის პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (სასურველია).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მათემატიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
** სამსახურებრივი ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას;
** კორპორატიულ მობილურ ნომერს;
** ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: vacancy@dls.ge
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!