← ყველა ვაკანსია

საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერი

HH Recruitment · თბილისი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის. ძირითადი მოვალეობები: ახალი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის Summer School პროგრამების, კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;საქართველოში საზაფხულო სკოლებისა და სხვა მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება და მართვა;საზღვარგარეთ არსებული Summer School, Winter School და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების მოძიება, შეფასება და შერჩევა;საერთაშორისო აკადემიური ოლიმპიადების, სამეცნიერო კონკურსების, STEM პროგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;სკოლის მოსწავლეებისთვის მათი ასაკის, ინტერესებისა და აკადემიური საჭიროებების შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების შერჩევა და შეთავაზება;საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის, სტრუქტურის, ხანგრძლივობისა და განხორციელების პირობების განსაზღვრა;ახალი პროგრამების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების შეფასება და ფინანსური ეფექტიანობის მონიტორინგი;საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა, ახალი ტენდენციებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;მოსწავლეებისა და მშობლების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროდუქტების განვითარება;საგანმანათლებლო პროგრამების პორტფელის შექმნა, განვითარება და რეგულარული განახლება;საერთაშორისო პროგრამებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ორგანიზაციული პროცესის კოორდინაცია;მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციისა და მონაწილეთა მოზიდვის მიზნით;პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, ხარისხის კონტროლი და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი;განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასება და მათი გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.საერთაშორისო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოძიება და მათთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;უცხოური უნივერსიტეტების, პროფესორებისა და ლექტორების მოზიდვა საქართველოში განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;საერთაშორისო პარტნიორებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ინიციირება და განვითარება; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მენეჯმენტის / ბიზნეს ადმინისტრირების / საერთაშორისო ურთიერთობების განხრით).მინ. 2-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროგრამების / პარტნიორობების / ურთიერთობების მენეჯერის, პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ დაწესებულებებში: კერძო ან საერთაშორისო სკოლა / საგანმანათლებლო ორგანიზაცია / უნივერსიტეტიაუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის იდეიდან განხორციელებამდე პროცესის გამოცდილება (შესაბამისი ბიუჯეტირება, ვადებისა და მონაწილეთა პროფილის განსაზღვრა).აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა მინ. B2 დონეზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე აქ: recruitment13@hh.ge

განაცხადის გაგზავნა →