← ყველა ვაკანსია

საბაგიროს მართვის სამსახურის ელექტრიკოსი

ემ თი ეი · ბორჯომი, ბაკურიანი

შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას საბაგიროს მართვის სამსახურის ელექტრიკოსის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;ჯანმრთელობის დაზღვევას;სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. სამუშაო ადგილი: დაბა ბაკურიანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 1695 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: კურორტის საბაგიროებზე და ადმინისტრაცულ შენობაში ელექტროსისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა;უსაფრთხოების ზომების დაცვა;შიდა ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;გარე ქსელების გამართული მუშაობის ზედამხედველობა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ინფორმირება;მაღალი ძაბვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;მაღალი და დაბალი ძაბვის კაბელების მოვლა-პატრონობა;ტრანსფორმატორების მოვლა-პატრონობა;გენერატორების მოვლა-პატრონობა;ელექტრო ფარებისა და კარადების მართვა-მოვლა-პატრონობა;ელექტრო მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული ან/და ტექნიკური განათლება;შესაბამისი სერთიფიკატი;მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;სავალდებულოა კომპანიის შინაგანაწესის, დებულების, ეთიკისი კოდექსისა და თანამდებობრივი აღწერილობის ცოდნა;სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა (მათ შორის: 2013 წლის 17 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება N340 ,,ელექტრო დანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ; 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება N434 ,,ტექნიკური რეგლამენტი - ელექტროსადგურების და ქსელების ტექნკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ და ა.შ). პიროვნული მახასიათებლები: გუნდური მუშაობის უნარი;სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;პუნქტუალურობა.შერჩევის ეტაპები:რეზიუმეების გადარჩევა;ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. „საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.

განაცხადის გაგზავნა →