← ყველა ვაკანსია

საბაგიროს მართვის სამსახურის მემანქანე ოპერატორი

ემ თი ეი · ბორჯომი, ბაკურიანი

შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას საბაგიროს მართვის სამსახურის მემანქანე ოპერატორის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;ჯანმრთელობის დაზღვევას;სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. სამუშაო ადგილი : დაბა ბაკურიანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 1695 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: საბაგიროს სადგურის გახსნა-დახურვის პროცედურის შესრულება (მათ შორის: საბაგიროს სადგურების მისადგომების სისუფთავის შემოწმება, ყინულისგან და თოვლისგან გამწმენდი სამუშაოების შესრულება);საბაგიროს მართვა;მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;საბაგირო გზის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;საბაგიროს ტექნიკური პრობლემის გადაჭრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება საბაგიროს გზის უფროსთან შეთანხმებით;საბაგიროს ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, მის შემდგომ ექსპლუატაციაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;საბაგიროდან ევაკუაციის პროცედურის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;საბაგირო გზების ყოველდღიური შემოწმების ჟურნალში არსებული ინფორმაციის EXCEL - ში შეტანა;კოორდინირებული მუშაობა საბაგიროს, გათოვლიანების და სამაშველოს მხარდაჭერის სამსახურთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული ან/და ტექნიკური განათლება;სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება;სავალდებულოა საქრთველოს მთავრობის დადგენილება N412 ,,საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;საქართველოს მთავრობის დადგენილება N320 ,,ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობლობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. პიროვნული მახასიათებლები: გუნდური მუშაობის უნარი;პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;პუნქტუალურობა. შერჩევის ეტაპები: რეზიუმეების გადარჩევა;ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. „საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.

განაცხადის გაგზავნა →