← ყველა ვაკანსია

მორიგე რეგისტრატორი

თოდუას კლინიკა · თბილისი

შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: პაციენტის საჭიროებების გამოვლენა, მათი იდენტიფიცირება, შიდა პროგრამებსა ან/და სხვა სამედიცინო პორტალებზე პაციენტის მონაცემების ატვირთვა და რეგისტრაცია, კანონითა და შიდა სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად;ანგარიშფაქტურების მომზადება დაფინანსებების მოსაპოვებლად, ამასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მიწოდება პაციენტებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯმენტის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს;ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა;რეგისტრატორის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა (ოთხ დღეში ერთხელ).სამუშაო საათები: 09:00-დან მომდევნო დღის 09:00 საათამდე. სამუშაო ადგილი: ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13. დამატებითი სარგებელი: Todua Cares — უფასო სამედიცინო მომსახურება;FitPass;ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gLSxqKq

განაცხადის გაგზავნა →