ელექტრიკოსი
Wyndham Batumi · ბათუმი
"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
ელექტრო სისტემებისა და მოწყობილობების რეგულარული შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკა და პრობლემების დროული აღმოფხვრა;ელექტრო მოწყობილობების, კაბელების, სადენებისა და კომპონენტების შეკეთება ან შეცვლა;ახალი ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟსა და გამართვაში მონაწილეობა;ელექტრო სისტემების მუშაობის კონტროლი და ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;შესრულებული სამუშაოებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ ჩანაწერების წარმოება;ტექნიკური პრობლემების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;ელექტრო უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების დაცვა.
პროფესიული მოთხოვნები:
ელექტრიკოსად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ელექტრო სისტემებისა და მოწყობილობების კარგი ცოდნა;ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და შეკეთების უნარი;ელექტრო სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;უსაფრთხოების წესების ცოდნა და მათი მკაცრად დაცვის პასუხისმგებლობა;პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული და საიმედო დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.
პერსონალური მოთხოვნები:
მოწესრიგებული და ყურადღებიანი;ენერგიული და შრომისმოყვარე;დეტალებზე ორიენტირებული;თავაზიანი და კეთილგანწყობილი;პუნქტუალური და დისციპლინირებული.
სამუშაო პირობები:
სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო;კვირაში 5 სამუშაო დღე;9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით;პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/lRJ4E