← ყველა ვაკანსია

ცხელების მზარეული

იაპონური რესტორანი ვასაბი

იაპონური რესტორანი "ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას ცხელების მზარეულის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ: ** მეგობრულ გუნდში მუშაობას; ** კარიერულ განვითარებას; ** აზიური სამზარეულოს მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ვეძებთ როგორც გამოცდილ, ისე გამოუცდელ (სწავლის და დასაქმების პერსპექტივით) მზარეულებს, ცხელების და სუშის მიმართულებით. პირობები: ** გრაფიკი: 12:00-23:00; 14:00-23:00. 4-2-ზე. 40 საათი, 1 საათი ოფიციალური შესვენება; ** ანაზღაურება: 80-90 ლარი დღეში (გამოცდილების შესაბამისად)მზარდი სახელფასო პროექტი; ** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ღამით ტრანსპორტირებას. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მითითებულ ელფოსტის მისამართზე: info@wasabi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →