← ყველა ვაკანსია

კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი

არქი ჰოსფითალითი · თბილისი

Archi Hospitality განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში. გუნდში ვეძებთ კვებისა და სასმელების სუპერვაიზერს, რომელიც ჩაერთვება როგორც თბილისის ახალი პროექტის - ისე ბაკურიანის სასტუმროს დიალოგი კოხტას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საქმიანობაში. რას გააკეთებ ამ პოზიციაზე: გაუწევ ზედამხედველობას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს;უზრუნველყოფ მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დაცვას;გაუწევ კოორდინაციას თანამშრომელთა გუნდს და გააკონტროლებ სამუშაო მოვალეობების შესრულებას;გააკონტროლებ სამუშაო სივრცის მოწესრიგებას, ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვას;გააკონტროლებ მარაგებს, შეკვეთებსა და შესაბამისი პროცედურების შესრულებას;მონაწილეობას მიიღებ ახალი თანამშრომლების სწავლებასა და მომსახურების სტანდარტების დანერგვაში;ითანამშრომლებ მენეჯმენტთან საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისა და გუნდის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: გაქვს კვებისა და სასმელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სუპერვაიზერის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე;გაქვს გუნდის კოორდინაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;კარგად იცნობ მომსახურების სტანდარტებსა და სტუმართან კომუნიკაციის პრინციპებს;შეგიძლია ეფექტურად მუშაობა დინამიკურ გარემოში;ფლობ ინგლისურ ენასმზად ხარ სეზონურად ბაკურიანში სამუშაოდ რას გთავაზობთ:სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ ჰოსფითალითი კომპანიაში;საერთაშორისო პროექტში მუშაობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;ბაკურიანში მუშაობის პერიოდში საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;ორ განსხვავებულ პროექტში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერირეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 26 ნოემბერი, 2026. გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.

განაცხადის გაგზავნა →