დირექტორი
საქართველოს კლინიკები · ფოთი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს დირექტორის ვაკანსიას ფოთის ჰოსპიტალში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, გურიის ქ. №171;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8 საათიანი გრაფიკი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
1. კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ჰოსპიტლის სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა:
1.1. ჰოსპიტლის სტრატეგიის განსაზღვრა და სტრატეგიის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
1.2. სტრატეგიული გეგმის რეგულარული გადახედვა და საჭიროებისამებრ მისი მოდიფიცირება ან/და მოდიფიცირების ინიცირება, ერთი მხრივ, შიდა და გარე ცვლილებების (მათ შორის საკანონმდებლო-რეგულატორული ცვლილებების) შესაბამისად და მეორე მხრივ, გარემოში არსებული ტრენდების, ზრდის და განვითარების ახალი შესაძლებლობების საპასუხოდ;
1.3. სტრატეგიის აღსრულებისთვის სამოქმედო გეგმის დასახვა და ამ გეგმის შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებებსი გატარება; დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
2. ჰოსპიტლის საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და პროცესების მართვა:
2.1. ჰოსპიტლის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
2.2. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან, დადგენილ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
2.3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტწარმოების უზრუნველყოფა და კონტროლი;
2.4. დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/მართვა;
2.5. დილის კონფერენციების დადგენილი პერიოდულობით ჩატარების ხელშეწყობა;
2.6. შინაგანაწესის, სხვადასხვა შიდა რეგულაციისა და პროცედურის დანერგვა და დაცვის კონტროლი ჰოსპიტლის პოლიტიკების შესაბამისად;
2.7. სამედიცინო დაწესებულების პრობლემების იდენტიფიცირება, საკითხის შესწავლა და გადაჭრის უზრუნველყოფა;
2.8. ჰოსპიტალში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ, თანამშრომლების ინფორმირება;
3. ჰოსპიტლის შედეგების გამუჯობესებასა და ზრდაზე ორიენტაცია:
3.1. არსებული სერვისების ანალიტიკა და გაუმჯობესების გზების მოძიება;
3.2. სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების მოძიება, ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობა და გაზიარება, ჰოსპიტლის კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
3.3. ახალი სერვისების/მიმართულებების/პროექტების საჭიროების კვლევა, ბიზნეს მოდელების და ქეისების შედგენა და ინიცრება;
3.4. მუდმივი გაუმჯობესების პროექტების ინიცირება და განხორციელების მონიტორინგი;
3.5. ჰოსპიტლის ბიზნეს პროცესების მუდმივი ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯვის მონიტორინგი; ჰოსპიტლის ხარჯების ოპტიმიზაცია;
4. ბიუჯეტის მართვა (P&L):
4.1. ჰოსპიტლის ბიუჯეტის შემუშავება, სათავო ოფისთან შეთანხმება და ბიუკეტის დამტკიცება;
4.2. დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
4.3. დადგენილი გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და პროცესის მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი;
5. პაციენტთა უსაფრთხოების და მომსახურეობის ხარისხის უზრუნველოფა:
5.1. სამკურნალო პროცესების სწორად წარმოების ხელშეწყობა სხვადასხვა საორგანიზაციო და პრობლემების გადაჭრაზე მიმართული აქტივობებით;
5.2. სტანდარტების, პროტოკოლების და პროცედურების დანერგვის ხელშეწყობა და ზედამხედველობა: (ინფექციის კონტროლი, სამედიცინო აპარატურის და ლაბორატორიული დანადგარების (მუშაობის რეჟიმი, კალიბრაჟი და სხვა) საექსპლოტაციო წესები, პაციენტის უსაფრთხოება, სამკურნალო გაიდლაინები და ჰოსპიტლის ეფექტურად ფუნქციონირების პროტოკოლები სხვა)
5.3. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის უზრუნველყოფა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით;
5.4. ჰოსპიტლის სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ხარვეზების აღმოფხვრა;
5.5. საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის კოორდინაცია და მართვა;
6. ჰოსპიტლის კულტურასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა:
6.1. ჰოსპიტლის ადამიანური რესურსის დაგეგმვა, საჭირო რესურსების განსაზღვრა და დამტკიცება;
6.2. თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა (შესარჩევი კანდიდატის პოზიციის გათვალისწინებით);
6.3. დადგენილი პერიოდულობით, ჰოსპიტლის საშტატო განრიგის გადახედვა/დადასტურება;
6.4. ექიმების ჰოსპიტალში მოზიდვის და ეფექტურად ადაპტაციის ხელშეწყობა;
6.5. დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებასა და მოტივირებაზე მუდმივი ზრუნვა;
6.6. ჰოსპიტლის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, სათავო ოფისის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით;
** პრიორიტეტულია ბიზნესის განვითარების ან/და კომერციული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება;
** პრიორიტეტულია მენეჯერულ პოზიციაზე 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პრიორიტეტულია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 სექტემბერი, 2026
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დირექტორი ფოთში".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.