ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერი
CHARTER-LINK
"CHARTER-LINK" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით (ჩინეთი/აზია - საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები).
კომპანია ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 13 წლიანი გამოცდილება და რეგიონში სექტორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიციონირება გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ჩინეთისა და აზიის მიმართულებით საზღვაო აგენტებთან, საზღვაო ხაზებთან და საზღვაო-საჰაერო გადაზიდვებზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსულის ენების B1/B2 დონეზე ცოდნა.
სამუშაოს აღწერა:
** ჩინეთისა და აზიის რეგიონის საზღვაო აგენტებთან და საზღვაო ხაზებთან რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა;
** ახალი პარტნიორი კომპანიებისა და სერვისის მომწოდებლების მოძიება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება, ტვირთის აღწერილობისა და სპეციფიკის მიხედვით ოპტიმალური მარშრუტების/ტარიფების დამუშავება;
** შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური სტატუსების მომზადება.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა და გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირება.
შრომითი ანაზღაურება გახლავთ ფიქსირებული - გამოცდილების მიხედვით და ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: info@charter-link.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Logistics Manager".