← ყველა ვაკანსია

შემფასებლის ასისტენტი

MOORE

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის ასისტენტის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორაციული ფინანსების დეპარტამენტში (www.moore-georgia.ge) აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com). ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpas; ** მზარდი ანაზღაურება; ** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები; ** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი; ** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული; ** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან; ** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია; ** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას. ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით; ** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვა განსაზღვრული ვადების მიხედვით; ** შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება კომპეტენციების ფარგლებში; ** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office); ** ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით. პიროვნული თვისებები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფად ათვისების უნარი; ** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "შემფასებლის ასისტენტი".

განაცხადის გაგზავნა →