← ყველა ვაკანსია

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ჯიბე cash & carry

"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი. "ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს. შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე, საწყისი ანაზღაურება 1500₾ ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად; ** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი; ** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; ** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი; ** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი; ** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად; ** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება ** აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ** სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ინვენტარიზაციის სპეციალისტი". ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/EO41qixd

განაცხადის გაგზავნა →