← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

ბეკო

კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს. კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია — ცვლილება უკეთესობისკენ! კომპანია ბეკო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფარსადანის 5; სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში. ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით; ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების, მათ შორის ექსელის, მაღალ დონეზე ცოდნა; ** 1C ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; (სავალდებულოა) ძირითადი მოვალეობები: ** საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი; ** სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერების შემოწმება, პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება; ** რეალიზების გავლა, შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება; ** სასაქონლო ზედნადების გამოწერა, დაკორექტირება; ** RS.ge-ზე მუშაობა; ** რეპორტების მომზადება და მთავარი ბუღალტერისთვის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში; დამატებითი უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე; შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge. ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.

განაცხადის გაგზავნა →