← ყველა ვაკანსია

ლიდების გენერაციის სპეციალისტი

F1 - კომპიუტერული სერვისი

აიტი სერვისების კომპანია "F1 - კომპიუტერული სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლიდების გენერაციის სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მხარდაჭერას. კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/ ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოძიება და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით მუშაობა. ძირითადი მოვალეობები: ** IT სერვისებით პოტენციურად დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის მოძიება/იდენტიფიცირება; ** სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის წარმოება, პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ; ** LinkedIn-ისა და სხვა ციფრული არხების ეფექტურად გამოყენება ახალი კონტაქტების დასამყარებლად; ** მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და CRM სისტემაში აღრიცხვა/განახლება; ** მიმდინარე სამუშაოებისა და კომუნიკაციების ორგანიზებულად მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ლიდების გენერაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა აუცილებელი არ არის); ** თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების (LinkedIn, CRM და ა.შ.) კარგად გამოყენებისა და ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი; ** IT სფეროს ღრმა ტექნიკური ცოდნა საჭირო არ არის. პიროვნული და პროფესიული თვისებები: ** თავისუფალი, ბუნებრივი და ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობის, საკუთარი სამუშაო დღის ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად დასმის უნარი; ** ინიციატივიანობა, გონებამახვილობა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: სტაბილური ფიქსირებული ხელფასი + დამატებით შედეგზე დაფუძნებული ბონუსი; ** პროფესიული ზრდა: ტექნოლოგიურ და ბიზნეს გარემოში მუშაობის გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა; ** თანამედროვე, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე: guga@f1.com.ge გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: ** რეზიუმე (CV); ** მოკლე ტექსტი (2-3 წინადადება), სადაც აღწერთ, თუ რატომ ხართ შესაბამისი კანდიდატი ამ პოზიციისთვის. ** სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლიდების გენერაციის სპეციალისტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო

განაცხადის გაგზავნა →