← ყველა ვაკანსია

უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი

MyHomeSale

"MyHomeSale" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე. პირობები: ** ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მაღალ, 70%-იან ბონუსურ სისტემას, სადაც საშუალოდ გამოიმუშავებ 1500-დან 10500 ლარამდე. ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 11:00-დან 19:00-მდე. დასვენების 3 დღე. ** პროფესიული განვითარება: ჩვენთან თქვენ მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რაც დაგეხმარებათ, გახდეთ წარმატებული და კვალიფიციური ბროკერი. ** კომფორტული სამუშაო გარემო: იმუშავეთ თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისში. ძირითადი მოვალეობები: ** უძრავი ქონების მეპატრონეებთან აქტიური კომუნიკაცია. ** პორტალებსა და სოციალურ ქსელებში განცხადებების განთავსება და განახლება. ** მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და უძრავი ქონების დათვალიერება. ** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება. აუცილებელი მოთხოვნები: გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Info@myhomesale.ge. მისამართი: თბილისი, გურამიშვილის #30, მეტრო ღრმაღელესთან

განაცხადის გაგზავნა →